თბილისის ისტორიულ ცენტრში ავლაბარში, ქეთევან წამებულის და ბოჭორმის ქუჩების მიმდებარედ, ახალაშენებული ბიზნესცენტრი გამორჩეული მდებარეობით და უახლესი ინფრასტრუქტურით საუკეთესო ადგილია კორპორატიული დამქირავებლებისათვის, რომლებიც თბილისში პრემიუმ კომერციულ ქონებას ეძებენ. თორმეტსართულიანი შენობიდან იშლება ულამაზესი ხედი ძველ თბილისზე. შენობა დამთავრებულია, მონტაჟდება "კონეს" ფირმის ლიფტები, მიმდინარეობს შიდა სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. შეთავაზებაშია ხუთ სართულზე განლაგებული 2575 კვ.მ საოფისე ფართი, საიდანაც პირველ სართულს იკავებს 767 კვ.მ. ხოლო დანარჩენი ოთხი სართულიდან თითოეული 452 კვ.მ. მოიცავს.