უძრავი ქონება მდებარეობს საბურთალოზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ახალაშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის წინ გადის საავტომობილო-სატრანსპორტო კვანძი ორი ალტერნატიული მიმართულებით. ფუქნციონირებს საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა . ობიექტის სიახლოვეს განთავსებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი - 300 მეტრში. კომპლექსიდან 400 მეტრში მდებარეობს მეტრო სადგური უნივერსიტეტი. კომლექსი სრულყოფილია ინფრასტრუქტურით მოწესრიგებული ლანდშაფტით, საბავშვო და სავარჯიშო მოედნებით, საცალფეხო და ველობილიკებით ,მოსასვენებელი ადგილებით, დაცვის 24 საათიანი სამსახურით , აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და ადაპტირებულია. პარკირების ადგილი ეზოს ტერიტორიაზე. 1000 კვ. მ უნივერსალური კომერციული ფართი გამოირჩევა მაღალი ჭერით, დიდი ვიტრაჟებითა და საუკეთესო ხილვადობით. იდიალურია ნებისმიერი საქმიანობისთვის.