ვიტრაჟული, კარგად ხილვადი კომერციული ფართი ვაკის აქტიურ ნაწილში მდებარეობს. სამეზობლო არე მოიცავს სავაჭრო, კვების, სააფთიაქო, საოფისე, ესთეტიკური მედიცინისა და სილამაზის სალონებს, მარკეტებს, გალერეებს და ა. შ. სივრცე შექმნილია ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ეფექტური, კომფორტული და კარგად ხილვადი ადგილი. 307 კვ.მ. ფართი მოიცავს პირველ სართულს 200,7 კვ.მ მაღალი ჭერით და მშრალ ასევე მაღალჭერიან სარდაფს 106,25 კვ.მ. უზრუნველყოფილია სამფაზიანი ელექტროენერგიით, გაზით, სამი შესასვლელით. სართულებს შორის დამონტაჟებულია სატვირთო ლიფტი.