ვერაზე , მტებთან ახლოს მდებარე ეზოიანი სახლი 216 კვმ მოიცავს. კერძო სახლი 250 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზეა განთავსებული. 3 სართულიანი სახლი გეგმარებით პირველ სართულზე საზაფხულო ფართია ბუხრით, ერთი საძინებელი და ერთი სველი წერტილი. მეორე სართული მისაღებ ოთახს, დამოუკიდებელ სამზარეულოს, აბაზანას და ერთ საძინებელს იტევს. მესამე მანსარდის სართულზე მისაღები სივრცე, 2 საძინებელი და ერთი სველი წერტილია. სახლს აქვს გამწვანებული ეზო, ავტოფარეხი და 2 სათავსო. ბინაში დაგებულია პარკეტი, შიდა კარებები მაკაგონის ხისგან არის დამზადებული, გარე ფანჯრები გერმეტული მინა-პაკეტის. კერძო სახლის მთავარი ხიბლი ხედებია ქალაქზე რომელიც საოცრად ჩანს სახლის მეორე და მესამე სართულიდან . პირველ სართულს ეზო ესაზღვრება სადაც ხეხილია დარგული.