ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დამთავრებულია და მიმდინარეობს ფართების რემონტი და შესახლება. მე13 სართულზე მდებარე 103,4 კვ.მ. ფართი კუთხისაა, რაც საშუალებას იძლევა განთავსდეს მასში ჰოლი, სამი დამოუკიდებელი საძინებელი, სტუდიოს ტიპის სამზარეულო და მისაღები ოთახი, ორი სანკვანძი და კუთხის აივანი. ბინის გადმოცემა დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან. ბინა ბარდება შემდეგი კონდიციით: რკინის კარები, ალუმინის ფანჯრები, მოჭიმული იატაკი, პერიმეტრზე გალესილი კედლები, ტიხრები (გასალესი იქნება), გათბობის მილები, გათბობის ქვაბისა და კონდიციონერის კარადა, მეტლახით მოპირკეთებული აივანი, წყლისა და ბუნებრივი გაზის ცენტრალური დგარები შეყვანილი, ელექტროობის ცენტრალური კაბელი შეყვანილი.