ბინა მდებარეობს აგურით ნაშენ, ძველ კაპიტალურ სახლში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ, აბაშიძის ქუჩაზე. სადარბაზო სუფთა, ჩაკეტილი. დამონტაჟებულია ლიფტი. ბინა არის ახალი გარემონტებული, ნათელი, გამჭოლი. მოიცავს დიდ ოთახს, ინტეგრირებულ სამზარეულოსთან, 2 საძინებელს, 1 სველ წერტილს და სათავსოს. ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. დიდი ოთახი გადის აივანზე, აბაშიძის მხარეს.