მყუდრო ქუჩაზე მდებარე სახლი აშენებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით. გამოყენებულია ენერგოეფექტური ალუმინის კარ-ფანჯრები და შესრულებულია სრულყოფილი თბოიზოლაცია, რაც უზრუნველყოფს კომფორტს და დაბალ კომუნალურ ხარჯებს. ინტერიერში ძირითადად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები: იატაკი მოპირკეთებულია მარმარილოთი და მუხის პარკეტით. პირველ სართულს იკავებს ჰოლი, მისაღები, სამზარეულოსასადილო, საშხაპე, კაბინეტი, რომელიც იოლად გადაკეთდება საძინებლად, სათავსო. მეორე სართულზე სამი იზოლირებული საძინებელი, ორი აბაზანა და აივანია. სახლს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, საცურაო აუზთან ერთად, რომელიც ქმნის სიმყუდროვესა და იდეალურ გარემოს თქვენი ოჯახის დასვენებისთვის.