დიდ დიღომში, ხატაეთის ქუჩაზე, გთავაზობთ ახალაშენებულ, ორსართულიან, 5 ოთახიანი კერძო სახლს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და მაღალი ხარისხის რემონტით.
სახლს ახლავს 500 მ² მყუდრო და მოვლილი ეზო, რომელიც იდეალურია როგორც დასასვენებლად, ისე მეგობრებისა და ოჯახის წევრების მასპინძლობისთვის.
315 მ² ფართობის სახლში სივრცე ფუნქციურად და კომფორტულად არის გადანაწილებული:
პირველი სართული 130 მ² ფართობის ღია სივრცე, სადაც სტუდიოს ტიპის სამზარეულო და მისაღები ოთახი ბუხრით ერთიანდება, ასევე არის 1 სველი წერტილი.
მეორე სართული 4 ნათელი და ფართო საძინებელი, მათგან 3 ინდივიდუალური გარდერობით. ასევე განთავსებულია 2 სველი წერტილი, მათ შორის ერთი მასტერბედრუმი, საკუთარი აბაზანითა და გარდერობით.
მოთხოვნილია მხოლოდ კომუნალური გადასახადებისა და დაცვის საფასურის გადახდა. ეზოს მოვლა და გამწვანების შენარჩუნება მესაკუთრის პასუხისმგებლობაა, რაც დამქირავებელს დამატებით კომფორტს სძენს.
.