გთავაზობთ ერთოთახიან ბინას ვაკის აუზთან, რუსეთის, უკრაინის და ირანის საელჩოს გვერდით. ძალიან ახლოსაა საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტთან და საინტერესო იქნება ამ სასწავლებლის სტუდენტებისათვის. ასევე საუკეთესო ლოკაცია აქვს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში იოლად არის შესაძლებელი გადასვლა ბაგებიდან ახალი ხიდის მეშვეობით.
ბინა რვა სართულიანი კორპუსის მესამე სართულზეა. სადარბაზო დაცულია და მოწესრიგებული, შესასვლელი კარი აღჭურვილია კოდური სისტემით, ხოლო ბინიდან შესაძლებელია მისი ავტომატურად გაღება.
უბანი გამოირჩევა სიმშვიდითა და კომფორტით აივანი გადის გამწვანებულ, მოვლილ ეზოში, სადაც მანქანის ხმაური არ აღწევს და იდეალურ გარემოს ქმნის დასვენებისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის.
პარკინგი კორპუსის ეზოშია შესაძლებელი, რაც დამატებით კომფორტს ქმნის.
სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით.