ახალი რაგბის სტადიონის მიმდებარედ, სამშენებლო კომპანია "არქის " პროექტი 5250 კვ.მ. მიწის ფართზეა აშენებული. კარგი ეკოლოგიური გარემო, სუფთა ჰაერი, განვითარებული საქალაქო ინფრასტრუქტურა ადგილს საცხოვრებლად მოხერხებულს ხდის. გასაყიდი ბინა მაღალ მეოთხე სართულზეა, კუთხის მდებარეობით. 138,7 კვ.მ სივრცე მოიცავს ჰოლს, სამ იზოლირებულ საძინებელს, ნახევრად იზოლირებულ სამზარეულომისაღებ ოთახს, ერთ სანკვანძს, კუთხის აივანს.