გთავაზობთ ბინას პრესტიჟულ VR Krtsanisi Resort Residence-ში კომპლექსში, რომელიც გამოირჩევა სიმშვიდითა და გამორჩეული გარემოთი. აქ გელოდებათ არაჩვეულებრივი გამწვანებული ეზო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მყუდრო რესეფშენი და თანამედროვე, შუშის დიდი ლიფტი. კომპლექსში ასევე ფუნქციონირებს საცურაო აუზი, რაც კიდევ უფრო ზრდის ცხოვრების კომფორტს და პრემიუმ ხარისხს.
ბინა მდებარეობს უკვე დასრულებულ კორპუსში, მეოთხე სართულზე. საერთო ფართი შეადგენს 68.7 მ² და მოიცავს:
დიდ მისაღებ ოთახს ინტეგრირებულ სამზარეულოსთან,
1 საძინებელს,
1 სველ წერტილს,
აივანს, რომელზეც გადის როგორც მისაღები, ასევე საძინებელი.
ბინის მდგომარეობაა მწვანე კარკასი, რაც გაძლევთ თავისუფლებას სივრცე მოირგოთ თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით. ფართი იძლევა შესაძლებლობას, გაკეთდეს 2 საძინებელი და 2 სველი წერტილი, რაც ბინას კიდევ უფრო ფუნქციონალურსა და საინვესტიციოდ მიმზიდველს ხდის.
ეს არის უნიკალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს ხარისხიან ცხოვრებას თბილისში ბუნების სიმწვანესთან, თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან და განსაკუთრებულ არქიტექტურასთან ერთად.