162 კვ.მ. ფართის ბინა იმედაშვილის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის ბოლოს წინა, მეხუთე სართულზეა. ქალაქის ამ ნაწილიდან ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილება მოხერხებულია ერთის მხრივ სანაპიროს, მეორე მხრივ კანდელაკის და ვაჟა-ფშაველას გამზირის სიახლოვით. დაკეტილ, მოვლილ სადარბაზოში კარგი ხარისხის ლიფტია, ბუტიკური ტიპის სახლი არა არის მრავალმობინადრიანი, ამიტომ აქ ყოველთვის სიმშვიდეა. ბინის შიდა სივრცე 123,3 კვ.მ. და იგი გადანაწილებულია სამ საძინებელზე, ყველა საკუთარი აბაზანით, ჰოლსა და სტუდიოს ტიპის მისაღებ-სამზარეულოზე, აქაც მეოთხე სანკვანძია დაგეგმილი. 38,7 კვ.მ. გარე ფართი ეთმობა ერთ ტერასას 26, 82 კვ. მ და სამ აივანს. ბინა თეთრი კარკასის კონდიციაშია.