გთავაზობთ ნათელ და მყუდრო ბინას, რომლის განლაგება მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის როგორც კომფორტული საცხოვრებლისთვის, ასევე ფუნქციურად მოწყობილი სამუშაო სივრცისთვის.
ბინა მდებარეობს მშვიდ, კეთილმოწყობილ უბანში, ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
საერთო ფართობი 91 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ბინის გეგმარება ძალიან პრაქტიკულია. ფართო და ნათელი მისაღები ოთახი გადის ლოჯში და გადაჭიმულია ღია კონცეფციის სამზარეულომდე, რაც ერთად ქმნის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ოჯახური შეხვედრებისთვის ან სტუმრების მისაღებად.
ბინას ორი სველი წერტილი აქვს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
ბინის ფართობის დაახლოებით 10 კვ.მ.-ის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გადაკეთდეს მეორე საძინებლად ან სამუშაო ოთახად სივრცე მოქნილია და ადვილად შეგარგებთ თქვენს საჭიროებებს.
ბინა სრულად არის ავეჯით მოწყობილი. მისაღებში განთავსებულია კომფორტული რბილი ავეჯი კუთხის დივანი, სავარძელი და ჩაშენებული პატარა კარადა. საძინებელი აღჭურვილია საწოლით, ტუმბოებით, საკიდებითა და საკუჭნაო სივრცით. სამზარეულო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით.