საინვესტიციო კომერციული ფართი (რესტორანი) მდებარეობს ავლაბრის მეტროდან 400 მეტრში აქტიურ, ხალხმრავალ, ტურისტულ ზონაში, იდეალური ლოკაციით, მრავალფუნქციურ კომპლექსში. ქონება არის საუკეთესო საინვესტიციოდ, ვინაიდან გაქირავებულია გრძელვადიანად და ამავე დროს იჯარით მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენს საშუალოდ ფასის 8%. უძრავი ქონება გაქირავებულია 2033 წლის დეკემბრამდე 10 წლიანი კონტრაქტით მზარდი იჯარით: 2026 წლამდე - 4500 აშშ დოლარი დღგ-ს ჩათვლით; 2026 წლიდან 2033 წლამდე - 5500 აშშ დოლარი დღგ-ს დღგ-ს ჩათვლით.
კომპლექსი არის განთავსებული 1,3 ჰა ფართობზე, ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, მშენებარე ბიზნეს ცენტრს, კომერციულ ფართებს და რაც მთავარია, 5100 მ2 საზოგადოებრივ ღია სივრცეს.კომპლექსი 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს, პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, სადაც უკვე ფუნქციონირებს რესტორნები (აზიური და იტალიური სამზარეულო), ფიტნეს ცენტრი, მარკეტი, სალონები კომპლექსი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოფარეხით 149 ავტომობილისთვის.
შეთავაზებული კომერციული ფართი არის ვიტრაჟული, 5 მეტრის ფასადით, ჭერი 3 მეტრი, აქვს კარგი ხილვადობა, შესასვლელი არის მიწის დონიდან, გზის მხრიდან აქვს გაშლილი განლაგება და არის მაღალ დონეზე გარემონტებული.
ფართი საინტერესოა როგორც საინვესტიციოდ, გარანტირებული იჯარის მიღების თვალსაზრისით, ასევე, მომავალში აქვს მაღალი კაპიტალური ღირებულება.