იყიდება ახალ გარემონტებული, დუპლექსის ტიპის უცხოვრებელი ბინა. სახლს აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, სადარბაზოს უნიკალური კიბიდან გამომდინარე. რემონტის დროს გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის საშენი და მოსაპირკეთებელი მასალა. ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ცენტრალური გათბობის სისტემით. გამომდინარე იქიდან, რომ ბინას აქვს 2 საკატასტრო კოდი, ბინის ბონუსად ჩაითვლება მიმდებარედ არსებული 4 ავტომობილის გასაჩერებელი ლოტი. სივრცე ბინაში ოპტიმალურად არის ათვისებული: მას აქვს 3 იზოლირებული საძინებელი, დიდი მისაღები, ტექნიკური ოთახი და 2 სველი წერტილი. ყველა ოთახს აქვს ბუნებრივი განათება. სახლი უნიკალურია როგორც სახცოვრებლად ასევე ტურისტებზე გასაქირავებლად. სახლის გარშემო არის 3 სკვერი ბავშვათა გასართობი სივრცით , კაფე-ბარები, კარფური და ბაზარი ორბელიანზე. 3-4 წუთის სავალზეა თავისუფლების მოედანი და გალერეა მოლი, თავისუფლების მეტრო.