ყველაზე გამორჩეული პროექტის კომპლექსი თბილისი ჰილსში მოიცავს 331 ჰექტარ დახურულ ტერიტორიას. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საქართველოში პირველ 18-ფოსოიანი საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედანი. გოლფ კლუბს უკვე 100-ზე მეტი წევრი ჰყავს და მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო მატულობს, კლუბის გასტრონომიული რესტორანი კი არა მხოლოდ წევრების, არამედ ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვისაც საყვარელი ადგილია.
პროექტი მსურველებს სთავაზობს მაღალი სტანდარტებით შექმნილ უძრავ ქონებას, 2-3-4-ოთახიან ბინებს გეგმარება ძალიან ფართოა. ერთი თავისებურებათაგანი - დიდი აივნებია, რომელთა ზომები ბოლო სართულზე 80 კვ.მ.-ს აღწევს. აპარტამენტის თავისუფალი შიდა დაგეგმარება საშუალებას იძლევა სურვილისამებრ შეცვალოთ მისი კონფიგურაცია. თითოეული შენობა აღჭურვილია ლიფტით, რომელიც მოძრაობს სარდაფიდან ბოლო სართულამდე და ადაპტირებულია შშმ პირებისათვის..
პროექტი თითოეულ მაცხოვრებელს სთავაზობს:
კომპლექსის უსაფრთხოება 24/7-ზე
სათვალთვალო კამერები 24/7
საერთო ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის მოვლა-პატრონობა
განაშიანებული ნაწილის გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების წმენდა
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა
გარე განათების უზრუნველყოფა
ტერიტორიის გამწვანება
ქუჩების რეცხვა და ბალახის მორწყვა
მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ელექტრული ქსელის მოვლა პატრონობა
ბინა რომელსაც გთავაზობთ არის სამოთახიანი, 110 კვ.მ.
გეგმარებით მისაღები ოთახი, იხოლირებული სამზარეულო, 2 საძინებელი, ორი სველი წერტილი. გარემონტებული აღჭურვილი ავეჯით და ტექნიკით, ლამაზი ტერასა ხედებით.