ბინა ქალაქის ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა უბანშია- ბაგებში. სახლს გარშემო 2 ჰა ეზო აკრავს. ქუჩიდან შეწეული მდებარეობა სახლს სიმყუდროვეს მატებს. ბინა მეხუთე სართულზეა. მისი საერთო ფართი 151 კვ.მ. შეადგენს. დაგეგმარებულია ჰოლი, სამი საძინებელი, ორი სველი წერტილი, სამზარეულოსთან ინტეგრირებული დიდი ოთახი, ტერასა. რემონტი ახალი და თანამედროვეა. ბინა უზრუნველყოფილია ავეჯითა და ტექნიკით.