იყიდება 292 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლი ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ხედებით მთელ თბილისზე, სახლი ძველია, მაგრამ არაავარიული, ქუჩის მხარეს გამოდის აგურის ფასადით და ნახევარსარდაფით, ნახევარსარდაფი მაღალჭერიანია და სარემონტო, აქ სამზარეულო და სათავსოა განთავსებული, ზედა სართულზე საძინებლები და მისაღები ოთახია. ეზო გამწვანებულია და ქალაქის ცენტრში მშვიდი ცხოვრების გარანტიაა.