გთავაზობთ უნიკალურ კომერციულ ფართს აბაშიძის ქუჩის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, კაპიტალური სახლის პირველ სართულზე. ფართი გამოირჩევა საუკეთესო ხილვადობით და აქვს 11-მეტრიანი ვიტრაჟი, რაც იდეალურია ნებისმიერი ბიზნესისთვის.
მახასიათებლები:
საერთო ფართობი: 216 მ²
ვიტრაჟული, ღია სივრცე: 184 მ² (128.69 მ² + 55.33 მ²)
სარდაფი: 31.66 მ² (კაპიტალურად მოწყობილი, ორი ოთახით, შესასვლელი კიბით უშუალოდ ფართიდან; იდეალურია საწყობად)
გათბობა-გაგრილების სისტემა
გამჭოლი სივრცე უკანა გასასვლელით ეზოში
მდებარეობა და ხილვადობა ფართს განსაკუთრებულ კომერციულ ღირებულებას ანიჭებს, რაც მას მრავალფეროვანი საქმიანობისთვის იდეალურ წინადადებად აქცევს.