თბილისში, სამასი არაგველის მეტროს მახლობლად, საავადმყოფოებთან ახლოს მდებარეობს მრავალფუნქციური შენობა, რომელიც გამოირჩევა როგორც ადგილმდებარეობით, ისე ინფრასტრუქტურით.
ობიექტის საერთო ფართობი შეადგენს 5500 კვადრატულ მეტრს და დამატებით გააჩნია 600 კვ/მ ტერასა, რომელიც შესაფერისია როგორც დასასვენებელი ზონისთვის, ისე ღონისძიებების მოსაწყობად. შენობა განთავსებულია 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, რაც იძლევა პარკინგისა და დამატებითი სერვისული ზონების მოწყობის შესაძლებლობას.
შენობა აღჭურვილია სამი თანამედროვე ლიფტით, თითოეული გათვლილია 20 მგზავრზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას შენობის ყველა დონეს შორის. ელექტროენერგიის შეყვანა შეადგენს 320 კვტ-ს, რაც სრულად აკმაყოფილებს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ოფისური ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს.
ადგილმდებარეობა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ქალაქში რამდენიმე წუთის სავალზეა სამასი არაგველის მეტრო და ძირითადი სამედიცინო ცენტრები. ეს ფაქტორი შენობას განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს აძლევს და მას იდეალურად აქცევს როგორც სამედიცინო ცენტრებისა ან კლინიკისათვის, ისე ოფის-ბიზნეს ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულების ან სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად.
შენობა წარმოადგენს იშვიათ შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს ფართო, კარგად დაშენებულ და სტრატეგიულად გამართულ ობიექტს თბილისის აქტიურ და განვითარებად ზონაში.