გთავაზობთ ნათელ და მყუდრო ბინას ვაკის პრესტიჟულ უბანში ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #49დ ნომერში, ახალაშენებულ აქსისის კორპუსში, რომელიც მდებარეობს ვაკის საცურაო აუზის გვერდით.
73 კვ.მ ფართობი მოიცავს ორ კომფორტულ საძინებელს, მისაღებითა და სამზარეულოთი. საცხოვრებელი სივრცე თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი და იდეალურია როგორც ოჯახისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.
ბინა სრულად გარემონტებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.
კორპუსის სადარბაზოს კარი კოდით იკეტება და უზრუნველყოფილია დაცვით. ფუნქციონირებს ორი ლიფტი.
ბინის დაქირავება შესაძლებელი იქნება 25 აგვისტოდან.