გთავაზობთ დუპლექსის ტიპის კომფორტულ ბინას ჭოველიძისა და გოგებაშვილის ქუჩების კუთხეში, მოწესრიგებულ იტალიურ ეზოში.
ბინას აქვს დამოუკიდებელი, იზოლირებული შესასვლელი გოგებაშვილის მხრიდან, რაც დამატებით კომფორტს და პრაქტიკულობას ქმნის.
პირველი სართული ნახევრადსარდაფის ტიპისაა, სადაც განთავსებულია ფართო და ნათელი მისაღები ოთახი, ფუნქციური სამზარეულო და სველი წერტილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ნახევრადსარდაფშია, მას აქვს ფანჯრები, რაც სივრცეს ბუნებრივ განათებას და სიმყუდროვეს სძენს.
სართულებს შორის არის შიდა. თითოეულ სართულს აქვს დამოიკიდებელი შესასვლელი.
მაღალ პირველ სართულზე განთავსებულია სამი კომფორტული საძინებელი, დამატებითი სველი წერტილი და სათავსო, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან მოსახერხებელია.
მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მდებარეობის გათვალისწინებით, ბინა იდეალურად გამოდგება როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული საქმიანობისთვის. მისი გეგმარება და ადგილმდებარეობა იძლევა საშუალებას, აქ მოეწყოს საოფისე ფართი, სალონი ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბიზნეს-სივრცე.
ეს დუპლექსი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც აერთიანებს როგორც ძველი თბილისის ეზოს ხიბლს, ისე თანამედროვე კომფორტს და ფუნქციურობას.