საბურთალოზე ჟღენტის ქუჩაზე გთავაზობთ ბინას ახალ აშენებულ სახლში, მშენებლობა დასრულებულია, კარკასის მშენებლობას აწარმოებდა სამშენებლო კომპანია დომუს ქონსთრაქშენი, ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც მოიცავს: მოჭიმულ იატაკს, ალუმინის კარ ფანჯარას, გაჯით გალესილ კედლებს, ელექტრო გაყვანილობას ( არაუმეტეს 5 წერტილს ოთახზე), გათბობის მილების გაყვანილობას მოხმარების წერტილებამდე, გაზის მილის გაყვანილობას მოხმარების წერტილამდე, გრანიტით მოპირკეთებულ აივანს, ინტერნეტის სადენს, სრულ აბონირებას. სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, სახლს მოემსახურება 4 ოტისის ფირმის ლიფტი.
ბინა მოიცავს 3 საძინებელს, 2 სველი წერტილს, ყველა ოთახი არის პირველადი განათებით.