იყიდება პრემიუმ კლასის ობიექტი (205 კვ.მ) ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალაშენებულ ექსკლუზიურ დომუსის კომპლექსში. კომპლექსი მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში (ყოფილი იპოდრომი, მ. თამარაშვილის ქ.13ნ), უშუალოდ ცენტრალურ პარკთან და მეტროსთან ახლოს.
ეს უნიკალური ობიექტი შეიცავს 2 გამიჯვნულ ბინას: 138 კვ.მ 3-ოთახიან და 65 კვ.მ 2-ოთახიან ბინას. ეს გაძლევთ ობიექტის ბიზნესის მხრივ გამოყენების იდეალურ შესაძლებლობას. ასევე მოსახერხებელია ბინების გაერთიანებაც.
ობიექტი მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირით, 1 ჰექტარ გამწვანებულ დასასვენებელი ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს სპორტულ მოედანს, ველობილიკს, სპა ცენტრს, სპორტ-დარბაზს და საბავშვო ზონებს.
ბობიექტი მდებარეობს 22-ე სართულზე და შედგება 2 ბინისაგან:
138 მ²: https://youtu.be/46UqaWTzll4
- 1 საძინებელი
- 1 საბავშვო ბაღი/საძინებელი
- 1 კაბინეტი/საძინებელი
- ღია სამზარეულო-სტუდია მისაღები და სასადილო ოთახით
- 2 სველი წერტილი
- დიდი ტერასა ცენტრალური პარკის, მთაწმინდის და წყნეთის ხედით
65 მ²: https://www.youtube.com/shorts/wpQJ_J9xPlM
- 1 საძინებელი
- ღია სამზარეულო-სტუდია მისაღები და სასადილო ოთახით
- 1 სველი წერტილი
- აივანი მთაწმინდის და წყნეთის ხედით
ფასში შედის ბინის ჩაბარება მწვანე კარკასის მდგომარეობაში:
"ჭკვიანი სახლისთვის" გათვლილი ელექტრო გაყვანილობა
სრული იატაკქვეშა გათბობა ორივე ბინაში
კონდიციონირების გარე და შიდა ბლოკები
იატაკის მოჭიმვა, გალესილი კედლები, შეკიდული თაბაშირ-მუყაოს ჭერი.
სველი წერტილების გაყვანილობა