ეს სამსართულიანი, სრულად მოწყობილი და ფუნქციურად გამართული სახლი მდებარეობს თბილისში, სამღერეთის ქუჩაზე, გარდენიეს მახლობლად რაც მას დამატებით მიმზიდველობას სძენს, როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული მიზნით გამოსაყენებლად.
თითოეული სართული მოიცავს 120 კვ.მ-ს, რაც მთლიანობაში ქმნის 360 კვ.მ ფართობს.
ნულ სართულზე მოწყობილია მყუდრო დარბაზი ბუხრით, სრულად ფუნქციური სამზარეულო, პრაქტიკული სათავსო და სველი წერტილი.
პირველ სართულზე განლაგებულია ორი საძინებელი, თითოეულს საკუთარი სველი წერტილი აქვს, ასევე დიდი და ნათელი მისაღები ოთახი, რომელიც საერთო სივრცეში საოჯახო და მეგობრული შეხვედრებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
მეორე სართულზე ოთხი საძინებელია, ყველა საკუთარი სველი წერტილით.
მეორე სართული მოიცავს ოთხ საძინებელს, აქედან თითოეულს ასევე საკუთარი სველი წერტილი აქვს.
სახლში ყველა ოთახში დამონტაჟებულია კონდიციონერი.
გათბობა ხორციელდება თანამედროვე სისტემით წყლის ბოილერით.
ჭერის სიმაღლე 3 მეტრია. სახლს აქვს ორი აივანი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ეზოში.
ეზოში დამოუკიდებლად მდგომი ავტოფარეხია, რაც დამატებით კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ავტომობილისთვის.