ძველი თბილისის ერთერთ გამორჩეულ კოლორიტულ ქუჩაზე, ისტორიული შენობების გარემოცვაში იყიდება 386 კვ.მ აგურის ორსართულიანი სახლი პატარა, 80 კვ.მ ეზოთი, სახლის პირველი სართული მესაკუთრეს ორ ნაწილად აქვს გაყოფილი, ერთი ფლიგელი გაქირავებული საცხოვრებელ ბინად, მეორე ნაწილი გამოუყენებელი სივრცე და გარაჟია, მეორე სათულზე საცხოვრებელ სივრცეში დიდი მისაღები ოთახი, საძინებლები, თბილისური შუშაბანდი, სამზარეულო და ორი სველი წერტილია, სხვენი მაღალჭერიანია-136 კვ,მ
აღნიშნული ქონება, გამორჩეული ლოკაციიდან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ როგორც პატარა სასტუმრო, საოფისე სივრცე ან კვების ობიექტი.