საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე ალმასი მდებარეობს დიღომში. ეს რაიონი თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 8 კმ. არის დაშორებული, რაც საშუალებას გაძლევთ მოწყდეთ ქალაქის დაძაბულ ცხოვრებას და მშვიდად დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, ბუნების წიაღში.მწვანე ალმასის მახლობლად განთავსებულია ქალაქის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი: თბილისის პოპულარული სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აქვეა სპორტული ოლიმპიური ობიექტები. ტერიტორია არის თბილისის განაპირას. ბინა მდებარეობს მე-18 -19 სართულზე, დუპლექის ტიპის და მოიცავს 54,05 კვ. პირველ დონეზე განთავსებულია მისაღები ოთახი ინტეგრირებული სამზარეულოსთან, სველი წერტილი და აივანი, საძინებელს ვუკავშირდებით კიბით.