ლოკაცია: მიწა არის დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე (დემეტრე თავდადებულის პარალელური ქუჩა). დავით აღმაშენებლის მაგისტრალიდან მანქანით 5 წუთის სავალი, გზის პირია. აღწერა: მიწა ს სამ საკადასტრო კოდზეა, დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, ზონა: სამრეწველო. ლოკაციურად იდეალურია სასაწყობე-საწარმოო ბიზნესისთვის. შესაძლებელია 4500+ კვ.მ საწყობის მოწყობა, რომელიც თავსდება 3300 კვ.მ მიწაზე ორ დონეზე (ორივე დონეზე დამოუკიდებელი სატვირთო სამანქანო მისასვლელით), დანარჩენი 1450 კვ.მ მიწის გამოყენება შესაძლებელია სხვა დანიშნულებით, როგორიცაა მაგალითად: შოურუმი, ოფისები, ავტომანქანების სამრეცხაო და ა.შ. მიწის ნაკვეთზე მიზანმიმართულად არ არის განხორციელებული ვიზუალური თუ მოსწორებითი სამუშაოები, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია იმ პროექტის ტიპზე, მოცულობაზე და შინაარსზე, რაც უნდა განხორციელდეს მასზე.