ბინა მდებარეობსახალი აშენებული პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი შენობის მე-8 სართულზე, არის 143 კვ.მ., 3 საძინებლით, 2 სველი წერტილით, ახალგარემონტებული, სრულად აღჭურვილი ჩაშენებული ავეჯით, სამზარეულოთი და ყველა საჭირო Bosch-ის ბრენდის ტექნიკით. შედის ჩაშენებული კარადები საძინებლებში, ჩაშენებული სამზარეულო, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, ღუმელით, გამწოვით, გაზქურით, სარეცხი მანქანით, საშრობით; კონდენციონერები განთავსებულია ყველა ოთახში, დაგებულია უმაღლესი ხარისხის პარკეტი). ბინა არის ნათელი, გამჭოლი, იყურება ფალიაშვილის ქუჩის მხარეს, ასევე შიდა ეზოს მხარეს მოსაშვილისკენ, ორივე მხარეს აქვს აივანი.
პროექტს ჰყავს 24/7 კონსიერჟი, დაცვა, ასევე აქვს წყლის რეზერვუარები, რომელიც წყლის 24 საათიან უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყობს საჭიროების დროს ბინაში და ელექტრო გენერატორებით. ბინა იდეალურია საინვესტიციოდ, ასევე საცხოვრებლად.