დეველოპერული კომპანია "დომუსის" მიერ აშენებული სახლის მე8 სართულზე მდებარე ბინა 168,8 კვ.მ. შეადგენს. ვაკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახლი საცხოვრებლად მყუდრო და მოხერხებულია. ბინა გეგმარებით მოიცავს: ჰოლს, იზოლირებულ სამზარეულოს, სასტუმრო ოთახს, სამ დამოუკიდებელ საძინებელს, ორ აივანს და სამ სანკვანძს. რემონტი მაღალი ხარისხის, გემოვნებიანი მასალებითაა შესრულებული. ბინა უცხოვრებელია.