ფართი მდებარეობს საუკეთესო ლოკაციის ადგილას, ვერის ბაღთან, ფილარმონიასთან, გამოირჩევა კარგი ხილვადობით, განთავსებულია სახლის მე-2-3 სართულზე. აქვს ინდივიდუალური შესასვლელი, ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო. ფართი მოიცავს 479.04 კვ.მ. საიდანაც გამოსაყენებელი ფართია 357,91 კვ.მ. დამხმარე ფართი 96,63 კვ.მ. საზაფხულო 24,50 კვ.მ. გეგმარებით 12 ოთახი, 1 სასადილო ოთახი, სამზარეულო. 1 სართულზე არის განთავსებული დამხმარე ოთახი სასტუმროს მომსახურებისთვის: სარეცხი და საშრობი ოთახი. მესამე სართულზე აქვს ღია ტერასა ხედით ვერის ბაღში. შესაძლებელია კედლების გახსნა და გადაგეგმარება. ფართი განიხილება როგორც სასტუმრო ასევე როგორც საოფისე ფართი. შესაძლებელია ასევე ახალი ტიპის რესტორნის გაკეთება.